Tuesday, October 13, 2009

პროექტის სახელი: ერთი უცნობი ადგილი გურიაში

პროექტის მოკლე აღწერა: ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, ცეცხლაძეების კარმიდამოში არსებული უძველესი ეკლესიის შესწავლა, რომელიც ძველად დონაძეებს ეკუთვნოდათ და ჯერ შესწავლილი არ არის.

პროექტის სრული აღწერა: ბავშვები დაიყოფიან ჯგუფებად, ერთ ჯგუფს დაევალება სოფელ ლიხაურის მცხოვრებლებთან შეხვედრა; მეორე ჯგუფს გეოგრაფიული გარემოს გაცნობა; მესამეს _ ლიხაურის ისტორიის შესწავლა და საპატრიარქოში არსებული ინფორმაციებიდან კვლევა-ძიების წარმოება, უძველეს პერიოდში ლიხაურში არსებული ეკლესიების შესახებ.

მონაწილეთა ასაკი: X კლასი;

ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა;

პროექტის შესაძლო აქტივობები: გამოვიყენებთ ფოტოაპარატს, ვიდეო კამერას, ქაღალდს, ფლომასტერს, შევქმნით ბუკლეტს აღნიშნულ საკითხებზე;გავავრცელებთ საზოგადოებაში; გარდა ამისა, ამ ბუკლეტს განვათავსებთ ინტერნეტ გვერდზე. იქ არსებულ ნივთებს კი შევმატებთ ოზურგეთის ძეგლთა დაცვის მუზეუმს. მოვიწვევთ არქეოლოგს და შევასწავლინებთ აღნიშნულ ადგილს.

მოსალოდნელი შედეგი: ამ პროექტით ბავშვები გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების, ურთიერტთანამშრომლობის უნარს. უფრო მეტიც, ეს პროექტი მათ შეახსენებს, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება მართლაც უძველესია და მას პატივისცემა სჭირდება.

სარგებელი სხვებისთვის: საზოგადოება გაეცნობა მათ მხარეში არსებული ამ უძველესი ისტორიული და რელიგიური დანიშნულების ობიექტს, რომელსაც ჯერ არ იცნობენ.

სამუშაო ენა _ ქართული;

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ღირშესანიშნაობებისა და კულტურული ძეგლების გაცნობა.

ფასილიტატორი: მაკა მამალაძე.

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: maka.mamaladze82@gmail.com